Accessibility links

logo-print

გადაიდო დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში


ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტი გადაიდო. ევროკავშირის ვებ-გვერდზე დონალდ ტუსკის დაგეგმილი ღონისძიებების განახლებული გრაფიკი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოში ვიზიტი აღარ ფიგურირებს. წინასწარი ინფორმაციით, დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში 14 ივლისს უნდა გამართულიყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ვიზიტის გადადების თაობაზე, ჯერჯერობით არ მიუღია, თუმცა როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყების სპიკერმა დავით კერესელიძემ განუცხადა, მსგავსი ინფორმაცია მასაც აქვს და დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს. ამასთან, კერესელიძის თქმით, საუბარია ვიზიტის მცირე ხნით გადადებაზე.

XS
SM
MD
LG