Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის „მემარჯვენე სექტორი“ ქალაქ მუკაჩევოში ვითარების სტაბილიზაციას ცდილობს


უკრაინის ნაციონალისტური მოძრაობა „მემარჯვენე სექტორის“ ლიდერი, პარლამენტის წევრი დმიტრი იაროში აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია უკრაინის უშიშროების სამსახურის ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ქალაქ მუკაჩევოში ვითარების სტაბილიზაციას ცდილობს. უკრაინული მედიის თანახმად, 11 ივლისს ქალაქ მუკაჩევოში შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა „მემარჯვენე სექტორის“ წარმომადგენლებისა და უკრაინის „ვერხოვნა რადას“ დეპუტატის მიხაილ ლანოს შორის დაპირისპირებას, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, გასამხედროებული ორგანიზაციის მიერ კონტრაბანდის გაკონტროლების მცდელობას მოჰყვა. შეტაკების შედეგად დაიღუპა და დაიჭრა რამდენიმე კაცი. „მემარჯვენე სექტორის“ მებრძოლები კარპატისპირეთის ტყეებში იმყოფებიან და მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ქვეყნის მასშტაბით კი მემარჯვენე სექტორის ასობით მომხრემ გამართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენა ავაკოვის გადადგომას მოითხოვენ. მუკაჩევოში განვითარებული მოვლენების გამო პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

XS
SM
MD
LG