Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

23-მდე გაიზარდა რუსეთში ყაზარმის ნგრევის მსხვერპლი


23-მდე გაიზარდა, რუსეთში, ომსკთან ახლოს საჰაერო-სადესანტო ძალების სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის ყაზარმის ნგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. წინასწარი ინფორმაციით, ნგრევის დროს ყაზარმაში იმყოფებოდა დაახლოებით 45 ადამიანი. ომსკის ოლქში კვირას საღამოს ოთხსართულიანი ყაზარმის ერთ-ერთი ნაწილის სახურავი ჩაინგრა. რეგიონის სამართალდამცავებმა ივარაუდეს, რომ ნგრევა შეიძლება გამოეწვია რემონტის დროს დაშვებულ შეცდომებს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით.

XS
SM
MD
LG