Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 33-ი კაცი დაიღუპა ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მოწყობილ თავდასხმაში


სულ მცირე 33 სამოქალაქო პირი დაიღუპა 12 ივლისს ავღანეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზის საგუშაგოზე მომხდარი ტერაქტის შედეგად, რაც დანაღმული ავტომანქანის გამოყენებით თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თავდასხმა ხოსტის პროვინციაშია მდებარე „კემპ ჩეპმენზე“ მოხდა. ნატოს სარდლობის ცნობით, ტერაქტის შედეგად არც ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე არ დაღუპულა. 2014 წელს აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ძალებმა ოფიციალურად დაასრულეს საბრძოლო მისია ავღანეთში, თუმცა შეზღუდული კოალიციური კონტინგენტი რჩება ავღანეთში, რათა არ დაუშვას თალიბანის გააქტიურება.

XS
SM
MD
LG