Accessibility links

logo-print

საქალაქო სასამართლოში გრძელდება ზურაბ ჟვანიას საქმის განხილვა


თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული მისი დაცვისა და დაცვის ცვლის ყოფილი უფროსების წინააღმდეგ საქმის განხილვას გააგრძელებს. კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმის განხილვა, ნაფიცი მსაჯულების პირობებში, დღეს, 11:00 საათზე გაგრძელდება. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევას იწყებს.პირველ სხდომაზე კი, რომელიც 10 ივლისს გაიმართა, მხარეებმა ნაფიცი მსაჯულების წინაშე შესავალი სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც ბრალდებულებმა ხარშილაძემ და ძაძამიამ პირველი საჯარო ჩვენება მისცეს.

XS
SM
MD
LG