Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში იპოვეს გოგონა, რომელიც მსუბუქძრავიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნისას გადარჩა


ვაშინგტონის შტატში იპოვეს გოგონა, რომელიც მსუბუქძრავიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნისას გადარჩა. 16 წლის ოუტემნ ვიტჩი მძღოლმა აღმოაჩინა, რომელმაც ის უახლოეს სავაჭრო ცენტრამდე მიიყვანა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გოგონამ რამდენიმე დღე გაატარა მთებში. ამ დროისათვის გოგონა საავადმყოფოში იმყოფება და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამასთანავე, კვლავაც ეძებენ ორ ადამიანს, რომლებიც თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ - ისინი ვიტჩის ბებია და ბაბუა არიან. მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი შაბათს ჩამოვარდა. ის ქალაქ ლინდენისკენ მიემართებოდა, თუმცა მალევე გაწყდა კავშირი თვითმფრინავთან.

XS
SM
MD
LG