Accessibility links

logo-print

აშშ განიხილავს გეგმას უკრაინის შეიარაღებული ძალების სწავლების გაფართოების შესახებ


ამერიკა განიხილავს გეგმას უკრაინის შეიარაღებული ძალების სწავლების გაფართოების შესახებ, ამის თაობაზე ორშაბათს ევროპაში ამერიკული ძალების ხელმძღვანელმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა. დღეისათვის უკრაინაში 305 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, რომლებიც ინსტრუქტორებისა და მრჩევლების რანგში ეხმარებიან უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებს. თეთრი სახლის გეგმის განხორციელების შემთხვევაში, უკრაინის რეგულარული არმიის სწავლება ნოემბერში დაიწყება. ამერიკული ძალების ხელმძღვანელის სიტყვებითვე, მას აქვს ინფორმაცია რუსეთის ტერიტორიიდან აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებისთვის შეიარაღების მიწოდების თაობაზე. ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა სეპარატისტები ახალი დარტყმებისთვის ემზადებიან.

XS
SM
MD
LG