Accessibility links

logo-print

პენტაგონმა შესაძლოა გააუქმოს აკრძალვა ტრანსგენდერების ჯარში სამსახურის შესახებ


პენტაგონმა შესაძლოა გააუქმოს აკრძალვა ტრანსგენდერების ჯარში სამსახურის შესახებ. ამის თაობაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა განაცხადა. კარტერმა გასცა განკარგულება შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რათა მომდევნო ექვსი თვის მანძილზე ობიექტურად გადაიხედოს ეს საკითხი. ჯგუფს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბრედ კარსონი უხელმძღვანელებს: „ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ თითოეულ ადამიანს, რომელსაც შესწევს უნარი და მზად არის სამხედრო სამსახურისთვის, მივცეთ ამის სრულფასოვანი და თანაბარი შესაძლობლობა. ჩვენ უნდა მოვექცეთ თითოეულ ადამიანს ისეთი პატივისცემით, როგორსაც ისინი იმსახურებენ. თავდაცვის სამინისტრო გააგრძელებს თავისი საქმიანობის სრულყოფას ამ მიმართულებით“, - განაცხადა კარტერმა. მისი აზრით, წესები, რომლებიც ჯარში ტრანსგენდერებთან მიდგომას შეეხება, მოძველებულია. არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის, მიმდინარეობს მუშაობა იურიდიულ, სამედიცინო და იმ სხვა ყოფითი პრობლემების გადაჭრის თაობაზე, რომელთაც შესაძლოა ტრანსგენდერი გადააწყდეს ჯარში სამსახურის დროს. 2014 წელს ამერიკელმა ტრანსგენდერებმა მიმართეს პენტაგონს, დართოს მათ ნება იმსახურონ შეიარაღებულ ძალებში.

XS
SM
MD
LG