Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალია მოუწოდებს გაეროს, შექმნას ტრიბუნალი მალაიზიის ბოინგის ჩამოვარდნის საკითხზე


ავსტრალიამ მოუწოდა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს, მხარი დაუჭიროს საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას უკრაინის აღმოსავლეთში ჩამოვარდნილი ბოინგის საქმის გამოძიების თაობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრის ჯული ბიშოლის განცხადებით, საერთაშორისო ტრიბუნალი გახდება სიმბოლო იმისა, რომ მსოფლიო არასდროს შეეგუება მშვიდობისა და უსაფრთხოების დაკარგვას. 3 ივლისს, საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის შესახებ ინიციატივით გამოვიდა მალაიზია. რუსეთმა ამ ინიციატივას მკაცრი კრიტიკით უპასუხა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გენადი გატილოვის თქმით, მოსკოვი ამ ინიციატივას უდროოსა და კონტრპროდუქტიულს უწოდებს. ავიაკომპანია მალაიზია ეარლაინსის ბოინგ 777-ის ჩამოვარდნას, რომელიც ამსტერდამიდან კუალა ლუმპურში მიემგზავრებოდა, 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG