Accessibility links

უნგრეთმა დაიწყო სერბიის საზღვარზე მიგრანტების საწინააღმდეგო ზღუდის აგება


უნგრეთის ჯარისკაცებმა 13 ივლისს სერბიის საზღვრის გასწვრივ დაიწყეს სადავო ზღუდის აღმართვა, რომელიც მიგრანტებისთვის ქვეყანაში შესვლაში ხელის შეშლის მიზნით შენდება. ზღუდის პირველი სექცია მორაჰალომთან იქნება, ბუდაპეშტიდან 180 კილომეტრში. პარლამენტმა გასულ კვირაში დაამტკიცა ზღუდის აგების გადაწყვეტილება. ევროპის კავშირის არაწევრ სერბიასთან გამყოფი კონსტრუქციის სიგრძე 175 კილომეტრი იქნება. უნგრეთი „შენგენის ზონის“ წევრია. ამ ქვეყნის ხელისუფლების სტატისტიკის თანახმად, ათიათასობით უკანონო მიგრანტი შედის წლიურად სერბიიდან უნგრეთში. მათი უმეტესობა ავღანეთიდან, ერაყიდან, სირიიდან ასევე კოსოვოდან არიან. უნგრეთში მოხვედრილებს უკვე თავისუფლად შეუძლიათ იმოძრაონ მთელ „შენგენის ზონაში“. ამნესტი ინტერნეშნლის შეფასებით, სამარცხვინოა, თუ როგორ ექცევიან ბალკანეთის ქვეყნებში მიგრანტებს. სერბიასთან საზღვარზე ზღუდის აგებამ შეშფოთება გამოიწვია ევროკავშირში და სერბიაში.

XS
SM
MD
LG