Accessibility links

უკრაინის პრემიერმა უარყო ეკონომიკური რეფორმების საწინააღმდეგო კანონპროექტი


უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენი აიაცენიუკმა 13 ივლისს უარყო კანონპროექტი, რომელიც დასავლეთის მოთხოვნით შემუშავებული ეკონომიკური რეფორმების გატარების შერბილებას გულისხმობს. იაცენიუკის თქმით, არც ერთი სადავო კანონპროექტი ვერ მიაღწევს პარლამენტში და თუ ეს ასე მოხდა, პრეზიდენტო პოროშენკო მათ ვეტოს დაადებს. ეს მთავრობა, იაცენიუკის თქმით, და ეს პრეზიდენტი, აპირებენ განახორციელონ ის გეგმა, რომელიც რეფორმების გატარებას გულისხმობს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, მოუწოდა იაცენიუკს თეთრ სახლში სტუმრობისას, რომ გაატარონ რეფორმები და მისდიონ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს. ფონდმა 40 მილიარდდოლარიანი კრედიტის გამოუყო უკრაინას, მაგრამ თავი შეიკავა თანხის გადარიცხვისგან, რადგან რეფორმები შეყოვნდა.

XS
SM
MD
LG