Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

შესრულებული და შეუსრულებელი პროექტები ახალციხეში


ახალციხე
ახალციხე

ახალციხის ადგილობრივი ხელისუფლება საარჩევნო წელს აჯამებს. ადგილობრივ მერიაში განვლილ პერიოდს დადებითად აფასებენ, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ შესრულებული პროექტები მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე არ ასახულა. ახალციხის მოსახლეობა ძირითადად საავტომობილო გზის, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას მოითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების მხოლოდ ნაწილი შესრულდა. ახალციხელები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს დაპირებების შესრულებას სთხოვენ.

ადგილობრივ ხელისუფლებას შეუსრულებელი პროექტების გამო პასუხს სთხოვს ოპოზიაც. „ბურჯანაძე - დემოკრატების“ სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი ჯიმშერ გოგოლაური აცხადებს, რომ მთავრობამ ყველა დაპირება არ შეასრულა.

თვითმმართველობის საქმიანობაზე ლაპარაკობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ახალციხეში. ზურაბ სადათიერაშვილის განცხადებით, ახალციხის მერიის მუშაობის სრულყოფილი შეფასება ორი წლის შემდეგ არის შესაძლებელი.

იურისტი ირაკლი ბარძიმაძე ბიუჯეტის მოსალოდნელ სეკვესრტზე ამახვილებს ყურადღებას და აქცენტს სოციალური ფონის გაუარესებაზე აკეთებს.

ქალაქ ახალციხის მერი აცხადებს, რომ მისი დაპირებები მხოლოდ ერთ წელზე არ ყოფილა გათვლილი. გიორგი კოპაძე მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ შრომატევადი პროექტების განხორციელებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას ძალისხმევა არ დაუკლია.

ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელება კიდევ გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG