Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: ირანი ვერ განავითარებს ბირთვულ იარაღს


აშშ-ის პრეზიდენტმა,ბარაკ ობამამ შეფასება მისცა მარათონული მოლაპარაკების შემდეგ, ავსტრიის დედაქალაქში, თეირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს, ასევე გერმანიას შორის, ბირთვულ სფეროში მიღწეულ საეტაპო შეთანხმებას. ობამას თქმით, შეთანხმებით, შეჩერდა ბირთვული იარაღის გავრცელება ახლო აღმოსავლეთში, საერთაშორისო თანამეგობრობს შეუძლია დარწმუნდეს, რომ ირანი ვერ განავითარებს ბირთვულ იარაღს. ამერიკის პრეზიდენტი თვლის, რომ შეთანხმება ახალი მიმართულებით მოძრაობის შესაძლებლობა იძლევა. უპასუხისმგებლობა იქნება, ამ შეთანხმებისთვის ზურგის შექცევა, განაცხადა ობამამ, და დასძინა, რომ ის ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც ირანთან მიღწეული შეთანხმების განხორციელებას ხელს შეუშლის. ობამა ეს განცხადებები გაკეთა ვაშინგტონში, მისი გამოსვლა გადაიცემოდა ირანის ტელევიზიით. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი, მათთან ერთად გერმანია, და ირანი, 18-დღიანი მოლაპარაკების შემდეგ შეთანხმდნენ ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის და სანაცვლოდ, ირანისთვის დაწესებული სხვადასხვაგვარი სანქციების გაუქმების თაობაზე. ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის შეფასებით, შეთანხმებით შეიძლება დაიწყოს ახალი ეტაპი საერთაშორისო ურთიერთობებში, ის, მისი თქმით, მთელ მსოფლიოსთვის იმედის ნიშანია. ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა, ბედნიერი ვარ, რომ ირანსა და მსოფლიოს ექვს ქვეყანას შორის 23 თვიანი მოლაპარაკების შემდეგ ახალი ერა დავიწყეთო. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამედ ჯავად ზარიფის თქმით, შეთანხმება ისტორიულია და მისი მიღწევით მოგებული დარჩა ორივე მხარე. ამავე დროს ირანი და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო შეთანხმდნენ „სამოქმედო გეგმის“ გარშემო, რათა შეისწავლონ ირანის ბირთვულ ობიექტებზე წარსულში ჩატარებული სამუშაოები. დასავლეთში ვარაუდობდნენ, რომ ირანი ესწრაფოდა ატომური იარაღის შექმნას, რასაც თეირანი უარყოფს.

XS
SM
MD
LG