Accessibility links

logo-print

რუსეთში სტრატეგიული ბომბდამშენის კატასტროფას ორი მფრინავი ემსხვერპლა


რუსეთში, ხაბაროვსკთან, კატასტროფა განიცადა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა "ტუ-95-ემ-ეს"-მა, რის შედეგადაც ორი მფრინავი დაიღუპა. საწვრთნელი ფრენის დროს სულ ბორტზე იმყოფებოდა შვიდი მფრინავი. ეკიპაჟმა მოასწრო კატაპულტირება. ხუთი მფრინავი ცოცხალი ნახეს, ორ მკვდარი. ეს უკვე მეორე სამხედრო თვითმფრინავია, რომელსაც რუსეთი კარგავს ხაბაროვსკის არეალში, ბოლო რვა დღეში.

XS
SM
MD
LG