Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენის მთავრობის მომხრე ჯარებმა სანავსადგურო ქალაქი დაიკავეს


იემენის ძალებმა, რომლებიც ებრძვიან ქვეყნის სამხრეთში ჰუთის მომხრე შიიტ მეამბოხეებს, განაცხადეს, რომ დაიკავეს ადენის საერთაშორისო აეროპორტი. ემიგრაციაში მყოფი მთავრობა იტყობინება, რომ მძიმე ბრძოლა იყო სტრატეგიულ სანავსადგურო ქალაქში მას მერე, რაც ჩაიშალა გაეროს საშუამავლო მცდელობა, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ. ჰუთის მომხრე მეამბოხეებთან ბრძოლაში ჩაბმულია საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიცია, რომელმაც უკვე მარტში დაიწყო მეამბოხეების პოზიციებზე თავდასხმა. ჰუტის მომხრეებმა დედაქალაქი სანაა სექტემბერში დაიკავეს, რასაც ქვეყნიდან პრეზიდენტს ჰადის გაქცევა მოჰყვა.

XS
SM
MD
LG