Accessibility links

logo-print

თურქეთმა აკრძალა ისლამური სახელმწიფოს მომხრე უებ საიტები


თურქეთმა შეაჩერა იმ უებ საიტების მუშაობა, რომლებიც ექსტრემისტული გაერთიანების, ისლამური სახელმწიფოს მომხრეთ ეკუთვნის. თურქეთის ნაბიჯი მოჰყვა ნატოელი მოკავშირეების მოთხოვნას, რომ შეაჩეროს ამ უებ საიტების მუშაობა, რათა ვერ მოიკიდონ ფეხი თურქეთში ისლამური სახელმწიფოს ქსელებმა. ბოლო წლებში თურქეთის ტერიტორიის გავლით ათასობით უცხოელი მეომარი შეუერთდა ისლამური სახელმწიფოს რაზმებს სირიასა და ერაყში. ზოგ მათგანს დახმარებას უწევდნენ თურქეთის კონტრაბანდისტთა ჯგუფები, რომლებიც სიმპათიით არიან განწყობილი ისლამური სახელმწიფოს მიმართ. თურქეთში აკრძალული უებ საიტები თურქეთს მაჰმადიანების დევნაში ადანაშაულებენ.

XS
SM
MD
LG