Accessibility links

logo-print

საბერძნეთის მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი რეფორმების შესახებ


საბერძნეთის მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის დამტკიცებაც აუცილებელია კრედიტორებისაგან დახმარების მესამე პაკეტზე მოლაპარაკების დასაწყებად. პარლამენტში 15 ივლისის სხდომაზე იმსჯელებენ მომჭირნეობის ზომებზე, მათ შორის საპენსიო და საგადასახადო რეფორმებზე. მხოლოდ მათი დამტკიცების შემდეგ დაიწყებენ ევროზონის ლიდერები საბერძნეთთან მოლაპარაკებას დახმარების უკვე მესამე პროგრამაზე, რომელიც 86 მილიარდამდე ევროს მოიცავს. პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი წინააღმდეგობას აწყდება თავისი პარტიის, "სირიზას" წევრების ნაწილისაგან. ისინი ეწინააღმდეგებიან რეფორმებს, რომელთა გატარებასაც უცხოელი კრედიტორები მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG