Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ოთხამდე გაიზარდა აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი


თბილისში ოთხამდე გაიზარდა გლდანის დასახლებაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. 14 ივლისს, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებით გამოწვეული უბედური შემთხვევის შემდეგ თავდაპირველად ორ დაღუპულზე იუწყებოდნენ. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორი - მძიმედ. აფეთქება გლდანის მე-6 მიკრორაიონში მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი სართულის კედლები დაზიანდა. აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

XS
SM
MD
LG