Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მისაღებად მიაჩნიათ ევროპული სასამართლოს ვერდიქტების უგულებელყოფა


რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხელისუფლებას აქვს უფლება უგულებელყოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვერდიქტები, თუ ისინი რუსეთის კონსტიტუციის შეუასაბამოდ იქნება მიჩნეული. ამ გადაწყვეტილებით რუსეთი თავს ანიჭებს უფლებას, ოფიციალურად უარყოს ადამიანის უფლებების სფეროში წამყვანი საერთაშორისო სასამართლოს ვერდიქტები. სტრასბურგში განთავსებულ ამ სასამართლოში წელიწადში ათასობით საჩივარი შედის რუსეთის წინააღმდეგ. რამდენიმე გახმაურებულ შემთხვევაში რუსეთს დაეკისრა დიდი კომპენსაციის გადახდა, მაგალითად, კომპანია „იუკოსის“ წინააღმდეგ მიღებული ზომებისათვის და ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისათვის. რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს 14 ივლისის გადაწყვეტილებით, „გამართლებული“ იქნებოდა რუსი პარლამენტარების მიერ საგანგებო სამართლებრივი მექანიზმის შექმნა რუსეთის კონსტიტუციის „უზენაესობის“ უზრუნველსაყოფადა, როცა რუსეთი შეასრულებს ხოლმე ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

XS
SM
MD
LG