Accessibility links

logo-print

ირანზე რეზოლუციის პროექტს 15 ივლისს წარუდგენენ გაეროს უშიშროების საბჭოს


აშშ ამზადებს გაეროს რეზოლუციის პროექტს, რომელშიც აისახება ირანთან მიღწეული შეთანხმების დეტალები. დოკუმენტს 15 ივლისს წარუდგენენ გაეროს უშიშროების საბჭოს. აშშ-ის ელჩი სამანტა პაუერი უშიშროების საბჭოს წევრებს გააცნობს შეთანხმების მთავარ პუნქტებს. პაუერის განცხადებით, ახალი რეზოლუცია ჩაანაცვლებს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების ჩარჩო დოკუმენტს. ახალ დოკუმენტს უკვე აქვს გაეროს ვეტოს უფლების მქონე იმ წევრების მხარდაჭერა, რომლებიც მონაწილეობდნენ ირანთან მოლაპარაკებებში.

XS
SM
MD
LG