Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავალუტო ფონდი - საბერძნეთს გაცილებით მეტი დახმარება სჭირდება


საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) გამოკვლევამ აჩვენა, რომ საბერძნეთს სჭირდება გაცილებით მეტი ფინანსური დახმარება, ვიდრე ევროპის ლიდერებმა განსაზღვრეს. სსფ-ს მკაცრი გაფრთხილება გაისმა მაშინ, როცა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ცდილობდა უკმაყოფილო მემარცხენე კანონმდებლების დარწმუნებას იმაში, რომ 15 ივლისს მხარი დაუჭირონ მომჭირნეობის ზომებსა და ეკონომიკურ რეფორმებს 85 მილიარდი ევროს დახმარების მისაღებად. სსფ-ს გამოკვლევის მიხედვით, საბერძნეთის ფინანსური მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ ევროპის ქვეყნებს მოუწევთ 30 წლით გადაუვადონ საბერძნეთს ვალების მომსახურება, მათ შორის - ახალი ვალების.

XS
SM
MD
LG