Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი - "ქართული მხარის მიერ ვითარების განზრახ დაძაბვა კონტრპროდუქტიულია"


სააგენტო „რეს“-ი ავრცელებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია: „სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 2015 წლის 1 ივლისიდან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა განაახლა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის საზღვრის ხაზის ადგილზე განსაზღვრის გეგმიური სამუშაოები, რომლებიც მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში და მხოლოდ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საქართველოს სუვერენიტეტის დაურღვევლად. დიდი ხანია საქართველოს ხელმძღვანელობა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის მითიური ოკუპაციის შესახებ დემაგოგიური განცხადებების საფარქვეშ, ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობას თავს მოახვიოს ილუზიები და მცდარი შეხედულება არსებულ სინამდვილეზე. ვთვლით, რომ ქართული მხარის მიერ საზღვრისპირა ზონაში ვითარების განზრახ დაძაბვა კონტრპროდუქტიულია, რადგან შეიძლება რეგიონში მორიგი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“.

XS
SM
MD
LG