Accessibility links

logo-print

საბერძნეთმა 15 ივლისს უნდა დაამტკიცოს მკაცრი მომჭირნეობის გეგმა


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის გადარჩენისთვის ევროკავშირის ლიდერებთან 13 ივლისს მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე. „სრულად ვიაზრებ პასუხისმგებლობას შეცდომებსა და დაუდევრობაზე და ვიღებ პასუხისმგებლობას ხელმოწერაზე ტექსტისა, რომლისაც არ მჯერა, მაგრამ ვალდებული ვარ შევასრულო“, - განუცხადა 14 ივლისს ციპრასმა სახელმწიფო ტელევიზიას. „სასტიკი სინამდვილე ის არის, რომ საბერძნეთს თავს მოახვიეს ცალმხრივი მოძრაობის გზა“, - განაცხადა ალექსის ციპრასმა. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ქვეყნის ფინანსური დახმარების მესამე გეგმის განსახორციელებლად საჭირო რეფორმების პროგრამამ იხსნა საბერძნეთი ევროზონის დატოვებისგან და ის უნდა შესრულდეს. ციპრასმა განაცხადა, რომ საბერძნეთის ევროზონიდან გამოსვლა გამოიწვევდა მოსახლეობის საშუალო და ქვედა ფენების განადგურებას. მკაცრი მომჭირნეობის პროგრამის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში 15 ივლისს განიხილება და მოიცავს შრომის კანონმდებლობაში, საპენსიო და საგადასახადო ცვლილებებს. კრედიტორების მოთხოვნით, პროგრამის დამტკიცება 15 ივლისს არ უნდა გადაცდეს.

XS
SM
MD
LG