Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი თალიბების ლიდერი მხარდაჭერას უცხადებს ქაბულთან სამშვიდობო პროცესს


ავღანელი თალიბების ლიდერი, მოლა ომარი „კანონიერად“ მიიჩნევს სამშვიდობო მოლაპარაკებას ქაბულის მთავრობასთან. განცხადებაში, რომელიც 15 ივლისს გავრცელდა - მუსლიმურ დღესასწაულ იდ ალ ფიტრის დაწყებამდე - მოლა ომარი აღნიშნავს, რომ მუსლიმური წესებით, აკრძალული არ არის „მტრებთან შეხვედრა და მათთან მშვიდობიანი ურთიერთობაც კი“. მოლა ომარის თქმით, მოლაპარაკების მიზანია უცხოელი სამხედროების მიერ ავღანეთის ოკუპაციისათვის ბოლოს მოღება. ავღანეთის სამშვიდობო საბჭოს და თალიბანის წარმომადგენლებმა გასულ კვირაში გამართეს შეხვედრა პაკისტანში, მშვიდობისა და შერიგების მიღწევის გზებზე მოსალაპარაკებლად. თალიბანმა და ისლამისტი ექსტრემისტების სხვა ჯგუფებმა გაააქტიურეს თავდასხმები ავღანეთში მას შემდეგ, რაც 2014 წლის ბოლოს უცხოელი ჯარისკაცების უმრავლესობამ დატოვა ავღანეთი და თავად ავღანელებს ჩაბარდა ქვეყანაში უსაფრთხოებაზე ზრუნვის ამოცანა.

XS
SM
MD
LG