Accessibility links

logo-print

გერმანიაში სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა „ოსვენციმის ბუხჰალტერს“


გერმანიაში სასამართლომ ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის მცველს, 94 წლის ოსკარ გრიონინგს, რომელსაც „ოსვენციმის ბუხჰალტერად“ მოიხსენიებენ. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო 1944 წელს 300 ათასამდე ებრალის მკვლელობის ხელშეწყობაში. გრიონინგი იყო ნაცისტური პარტიის შემადგენლობაში მყოფი პარამილიტარისტული ორგანიზაციის, SS-ის (Schutzstaffel) ოფიცერი. ის აღიარებს თავის „მორალურ დანაშაულს“. გრიონინგს ევალებოდა ბანაკში მოთავსებული ტყვეების პირადი ნივთების შეგროვება და მათი ბანკნოტების ბერლინში, SS-ის ოფისებში გადაგზავნა. 1940-45 წლებში მილიონზე მეტი ადამიანი, უმეტესწილად ევროპელი ებრაელები მოკლეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, რომელიც ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პოლონეთში მდებარეობდა.

XS
SM
MD
LG