Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი აზერბაიჯანელი უფლებადამცველი ლეილა იუნუსი 27 ივლისს წარდგება სასამართლოს წინაშე


აზერბაიჯანში დაპატიმრებული უფლებადამცველები, ლეილა და არიფ იუნუსები, 27 ივლისს წარდგებიან სასამართლოს წინაშე. ამის შესახებ მოსამართლემ განაცხადა წინასწარ სხდომაზე - თითქმის ერთ წელიწადში მათი დაკავების შემდეგ. უფლებადამცველები პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ იუნუსების დაკავებას. 59 წლის ლეილა იუნუსი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ახლობლების შეშფოთებას იწვევს, მეუღლესთან ერთად მიეკუთვნება მრავალრიცხოვან აქტივისტებს, ჟურნალისტებს, მთავრობის ოპონენტებს, რომლებიც აზერბაიჯანში არიან დაპატიმრებული. უფლებადამცველი ორგანიზაციები პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ადანაშაულებენ ოპონენტების დევნაში, მათ გასაჩუმებლად. ლეილა და არიფ იუნუსებს წაყენებული აქვთ რამდენიმე ბრალდება, მათ შორის ბრალდებები სახელმწიფო ღალატსა და თაღლითობაში.

XS
SM
MD
LG