Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის გლდანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა


საკმაოდ მძიმეა თბილისის გლდანის რაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 14 ივლისს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ადამიანის მდგომარეობა. ისინი დამწვრობის ცენტრის და ქირურგიის ეროვნული ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებებში იმყოფებიან. გლდანის მე-6 მიკრორაიონის მე-2 კორპუსში გასულ საღამოს მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედია გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ნაწილობრივ დანგრეული საცხოვრებელი კორპუსის ორი სადარბაზოდან ევაკუირებული 45 ოჯახი სასტუმროში დააბინავა გლდანის რაიონის გამგეობამ. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაირკვევა, ექვემდებარება თუ არა საცხოვრებელი კორპუსი აღდგენას. მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით.

XS
SM
MD
LG