Accessibility links

აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე წამოიჭრა საოკუპაციო ხაზის გადმოწევის პრობლემა


რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ პრღაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან შეხვედრისას წამოჭრა საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხი. როგორც აბაშიძემ ჩვენს რადიოს უთხრა, კარასინთან საუბრისას მან თქვა „ყველაფერი, რაც გულზე დაუგროვდა“. „თუ რამე პრობლემა გაქვთ - პასუხი დაახლოებით ასეა - მიმართეთ ან დამოუკიდებელი სახელმწიფოს ხელისუფლებას, ანდა ჟენევაში წამოჭერით ეს საკითხი. არის ჟენევის მექანიზმები, ასევე კონფლიქტების დარეგულირებისა და პრევენციის და იქ ისაუბრეთ ამაზე“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ პრაღაში კარასინთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. მისი თქმით, რუსეთზე ამ ეტაპზე ზემოქმედება არის ურთულესი და "ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, უშედეგო". ერთადერთ გზად, რომელიც საქართველოს რჩება, აბაშიძეს მიაჩნია საერთაშორისო თანამეგობრობისა და საქართველოს დიპლომატიური ბერკეტების მაქსიმალური ამოქმედება, ამ თემაზე საერთაშორისო ყურადღების მაქსიმალური აქცენტირება, საერთაშორისო მედიის ჩართვა ამ საკითხში.

XS
SM
MD
LG