Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე კვლავ გახსნის ირანში თავის საელჩოს


ბრიტანეთს იმედი აქვს, რომ წლის ბოლომდე კვლავ გახსნის საელჩოს ირანში მას შემდეგ, რაც მიღწეულ იქნა შეთანხმება ამ ქვეყნის ბირთვულ პროგრამაზე. ბრიტანეთის საგგარეო საქმეთა მინისტრმა, ფილიპ ჰამონდმა 15 ივლისს უთხრა პარლამენტს, რომ საელჩოს გახსნა დამოკიდებულია ტექნიკურ საკითხებზე. მას დეტალებზე არ უსაუბრია. დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა და საელჩო დაიხურა მას შემდეგ, რაც შენობაში 2011 წელს შეიჭრნენ ირანელი დემონსტრანტები. ჰამონდმა კანონმდებლებს უთხრა აგრეთვე, რომ 15 ივლისს მიემგზავრება ისრაელში, რათა პირადად გააცნოს ამ ქვეყნის ხელმძღვანელობას ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების დეტალები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ ამ შეთანხმებას უწოდა „ისტორიული განზომილების ცუდი გადაწყვეტილება“.

XS
SM
MD
LG