Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა ფინანსური ღონისძიებების პაკეტი


საბერძნეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მკაცრი ფინანსური და ეკონომიკური ღონისძიებების პაკეტს, რომლის დამტკიცებასაც ევროზონის ქვეყნები საბერძნეთისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების გამოყოფის პირობად განიხილავდნენ. 86 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გასაცემად კრედიტორები საბერძნეთისგან ითხოვენ მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, მათ შორის, გადასახადების გაზრდას და საპენსიო ასაკის მატებას. არწმუნებდა რა პარლამენტარებს, რომ მხარი დაეჭირათ საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნისთვის, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ თავად ეჭვი ეპარება ამ ღონისძიებების ეფექტურობაში, თუმცა ამის მიუხედავად, ამ „ირაციონალური“ წინადადებების რეალიზაცია კოლაფსისგან იხსნის საბერძნეთის ბანკებს. კანონპროექტს პარლამენტის 300 დეპუტატიდან მხარი 229-მ დაუჭირა. პარლამენტის სხდომამ ხმაურიანი დემონსტრაციების ფონზე ჩაიარა.

XS
SM
MD
LG