Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს გარდაბნის საკრებულოს წევრი


ქრთამის აღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, შაირ საფაროვი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის უკანონოდ სარგებლობის და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო ფულადი თანხა 2000 ლარის ოდენობით. დანაშაულის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით გრძელდება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-9 წლამდე ვადით.

XS
SM
MD
LG