Accessibility links

პოროშენკო მზადაა დონბასს განსაკუთრებული სტატუსი კონსტიტუციით მიენიჭოს


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს განმეორებით წარუდგინა საკონსტიტუციო შესწორება, რაც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისათვის განსაკურებულ სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. აღნიშნული ნაბიჯისაკენ უკრაინის ლიდერს მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც მხარეებისაგან მინსკის სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას მოითხოვს. უფრო ადრე კიევი დაჟინებით აცხადებდა, რათა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საგანგებო სტატუსი არა ქვეყნის კონსტიტუციით, არამედ უმაღლესი რადის მიერ მიღებული სპეციალური კანონით დარეგულირებულიყო. 16 ივლისს ვერხოვნა რადა განიხილავს საკითხს, ამ პროექტის დღის წესრიგში შეტანისა და საკონსტიტუციო სასამართლოში მის წარსადგენის თაობაზე. უკრაინული მედიის თანახმად, პოროშენკომ საკონსტიტუციო შესწორება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ვიქტორია ნილანდთან 15 ივლისს გამართული შეხვედრის შემდეგ შეიმუშავა. აღნიშნული ინფორმაცია ირიბად დაადასტურა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ოქსანა სიროედმა, რომელმაც „უკრაინსკაია პრავდასთან“ საუბარში აღნიშნა, რომ „ვერხოვნა რადას დეპუტატებზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ხორციელდება ძალიან დიდი ზეწოლა, რათა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რეპუბლიკებს ჩვენს კონსტიტუციაში საგანგებო სტატუსი მიენიჭოთ.“

XS
SM
MD
LG