Accessibility links

კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები დააჯარიმა


კონკურენციის სააგენტოს მიერ დაჯარიმებულ ნავთობკომპანიებს უფლება აქვთ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ და ამაში ხელს არავინ შეუშლით - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ. მისი თქმით, კონკურენციის სააგენტო საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარს 8 თვის განმავლობაში იკვლევდა და საკმაოდშრომატევადი სამუშაო ჩაატარა. კახა კალაძის განცხადებით, კონკრეტულ კომპანიებს ედავებიან ფასების შეთანხმებას, რაც ეს ხელს უშლის ბიზნესის ჯანსაღ გარემოშიგანვითარებას. ვიცე-პრემიერის შეფასებით კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობკომპანიების დაჯარიმებას პრევენციის ეფექტი ექნება. „მომავალში ალბათ, ყველა გაითვალისწინებს, რომ მსგავსიშეთანხმებები ქვეყნის ეკონომიკას და ჯანსაღ ბიზნესგარემოს აზარალებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. კონკურენციის სააგენტომ 15 ივლისს გამოაქვეყნა 8-თვიანი მოკვლევის შედეგები, რომელთა თანახმად, 2008-2014 წლებში საწვავის სასაქონლო ბაზარზე ირღვეოდა კონკურნეციის დაცვის პრინციპები და მოქმედებდა კომპანიების მიერ ერთმანეთთან შეთანხმებული ფასი. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სამართალდამრღვევად მიჩნეულ კომპანიებს კონკურენციის სააგენტომ საერთო ჯამში დააკისრა დაახლოებით 55 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა.

XS
SM
MD
LG