Accessibility links

ფონდი „ქართუ“ 8 მილიონი ლარით შეავსებს სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდს


13-14 ივნისის სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდს 8 მილიონი ლარით შეავსებს ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი განმარტებით, სტიქიით დაზარალებულთა განსახლების, ან მათი საცხოვრებლის რეკონსტრუქციისთვის საჭიროა 18 მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც ამ ეტაპზე მობილიზებულია 10 მილიონი, დარჩენილ თანხას კი ფონდი „ქართუ“ გადარიცხავს. დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საქველმოქმედო ფონდს, ფიზიკურ პირებს და კერძო კომპანიებს, რომლებმაც სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში თანხები გადარიცხეს და შესაძლებელი გახადეს სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი 50-მდე ოჯახისთვის ახალი საცხოვრებლის შეძენა. დედაქალაქის ვიცე-მერის ინფორმაციით. თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, ამ დროისთვის მიღებულია განაცხადი შვიდი დაზარალებული ოჯახისგან, რომელთა წევრების საერთო რაოდენობა 37-ია. დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, ამ ოჯახებისთვის გაიხსნა საგარანტიო ანგარიშები, სადაც მათთვის განკუთვნილი მილიონ 657 ათასი ლარი უახლოესი დღეების განმავლობაში აისახება.

XS
SM
MD
LG