Accessibility links

logo-print

ბოსნიელმა სერბები მხარი დაუჭირეს რეფერენდუმს ეროვნული სასამართლოს შესახებ


ბოსნიის სერბული ავტონომიის კანონმდებლებმა 15 ივლისს მხარი დაუჭირეს რეფერენდუმის ჩატარებას, რომელიც სერბების საქმეების განსახილველად ეროვნული სასამართლოს შექმნას ითვალისწინებს. "სარაევოში არსებული სასამართლო მიკერძოებულად უდგება მართლმადიდებელ სერბებს, რომლებსაც ბოსნიაში ხელისუფლება გაყოფილი აქვთ მუსლიმ ბოსნიელებთან და კათოლიკ ხორვატებთან ერთად", - განაცხადა პარლამენტისადმი მიმართვაში ბოსნიელ სერბთა ლიდერმა მიროსლავ დოდიკმა, რომელიც რეფერენდუმის შესახებ კანონპროექტის ინიციატორია. ერთი დღით ადრე ბოსნიაში მყოფი საერთაშორისო დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რეფერენდუმის შედეგი არ იქნება გაზიარებული, რადგან "იგი პირდაპირ საფრთხეს უქადის ბოსნიის სუვერენიტეტის.“

XS
SM
MD
LG