Accessibility links

შვეიცარიამ ფიფას ერთ-ერთი ეჭვმიტანილი მოხელე გადასცა აშშ-ს


შვეიცარიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ფიფას მოხელე გადასცა აშშ-ის მართლმსაჯულებას. პირი, რომელიც 15 ივლისს ნიუ-იორკში აშშ-ის პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს, ერთ-ერთია იმ ექვს მოხელეს შორის, რომლებიც 27 მაისს ციურიხში აშშ-ს ხელისუფლების თხოვნით დააკავეს. მოხელე, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ექსტრადირებული იქნა ამერიკაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მაღალჩინოსნების მოსყიდვაზე მიმდინარეობს. შვეიცარიის პროკურატურა ასევე იძიებს სავარაუდო ფინანსურ დარღვევებს, რაც 2018 და 2022 წლებში რუსეთსა და ყატარში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას ახლდა.

XS
SM
MD
LG