Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ხურვალეთში ქართული დროშა ჩამოხსნეს


სოფელ ხურვალეთის და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიის იმ მონაკვეთზე, სადაც რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერი იყო დამონტაჟებული, შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და ორიოდე დღის წინ ქართული მედიის წარმომადგენლების აქციის დროს მოგლეჯილი ბანერის ადგილზე დამონტაჟებული ქართული დროშა ჩამოხსნეს. როგორც ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, შეიარაღებული პირები რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლები და ასევე ოსური სპეცრაზმის წევრები არიან. მათთან ერთად ცოტა ხნის წინ ცხინვალის ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი რობერტ გაზაევი გამოჩნდა. "აქ გადის ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი და იმ შემთხვევაში, თუ გადაადგილებისგან თავს არ შეიკავებთ შესაბამის ზომებს მივიღებთ", - განუცხადა გაზაევმა ქართველ ჟურნალისტებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის შალვა ენუქიძის განცხადებით, ორშაბათს ინციდენტების პრევენციის ფარგლებში მორიგი რიგგარეშე შეხვედრა დაიგეგმა, სადაც შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მწვავე საუბარი გაიმართება.

XS
SM
MD
LG