Accessibility links

logo-print

პუტინი „კონტრპროდუქტიულს“ უწოდებს ტრიბუნალის შექმნას „ბოინგის“ ინცინდენტზე


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კონტრპროდუქტიულს უწოდებს იდეას საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის თაობაზე, რომელმაც აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი „ბოინგის“ ჩამოვარდნის მიზეზები უნდა გამოიძიოს. თვითმფრინავის დაღუპვის გამოძიების მიმდინარეობაზე, კრემლის პრესცენტრის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ტელეფონზე დაურეკა ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრ მარკ რიუტეს. იმისათვის, რომ გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს, რუსეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ დროა დასრულდეს მედიაში თვითმფრინავის ტრაგედიის შესახებ სხვადასხვა ვერსიების გაჟონვა. ამერიკული ტელეკომპანია „სიენენის“ მიერ ოთხშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიის უშიშროების საბჭოს მოხსენებაში ნათქვამია, რომ „ბოინგი“ დონეცკელი სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაშვებულმა რაკეტამ ჩამოაგდო. კატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი, სულ 298 კაცი დაიღუპა. მათ შორის უმრავლესობა ჰოლანდიის მოქალაქე იყო.

XS
SM
MD
LG