Accessibility links

ევროზონის ფინანსთა მინისტრები მზად არიან საბერძნეთთან დახმარებაზე მოსალაპარაკებლად


ევროზონის ფინანსთა მინისტრები თანახმა არიან, დაიწყონ დახმარების ახალ პაკეტზე ოფიციალური მოლაპარაკება ვალებით გამოწვეული კრიზისით მოცულ საბერძნეთთან მას შემდეგ, რაც საბერძნეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მომჭირნეობის ზომებს. ამ ზომებს ევროკავშირის ლიდერები მოითხოვენ ათენისათვის დახმარების ახალი პაკეტის, 86 მილიარდი ევროს მისაწოდებლად. გადაწყდა ასევე, ათენს მიაწოდონ 7 მილიარდი ევროს კრედიტი ევროკავშირის ფონდიდან, რათა ბანკები ფულით იყვნენ უზრუნველყოფილი დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცებამდე. იუწყებიან ასევე, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი თანახმაა, საბერძნეთის ბანკებს მიაწოდოს ფული საგანგებო ფონდიდან. საბერძნეთში ბანკები 29 ივნისიდან მოყოლებული დახურული რჩება. ბანკომატებიდან ფულის გამოტანაზე დღეში 60 ევროს ლიმიტია დაწესებული.

XS
SM
MD
LG