Accessibility links

logo-print

საბერძნეთში შესაძლოა ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს


საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნიკოს ვუცისის განცხადებით, მემარცხენე მთავრობა, სავარაუდოდ, მოითხოვს შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მას შემდეგ, რაც დაკარგა პარტია „სირიზას“ წევრების ნაწილის მხარდაჭერა პარლამენტში მომჭირნეობის ზომებზე გამართული კენჭისყრისას. მინისტრმა 16 ივლისს რადიოინტერვიუში თქვა, რომ ადვილი შესაძლებელია, არჩევნები სექტემბერში, ან ოქტომბერში ჩატარდეს. 15-16 ივლისის ღამეს საბერძნეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებსაც ევროპელი ლიდერები მოითხოვენ საბერძნეთისთვის დახმარების ახალი პაკეტის მისაწოდებლად. პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის ულტრამემარცხენე პარტია „სირიზას“ წევრი 149 პარლამენტარიდან 38-მა უარი თქვა რეფორმების მხარდაჭერაზე.

XS
SM
MD
LG