Accessibility links

logo-print

პარლამენტმა მიიღო "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონი


პარლამენტმა მესამე – საბოლოო მოსმენით, "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონი მიიღო. რიგგარეშე სესიაზე საკანონმდებლო პაკეტს 84 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა მაღალმთიანი რეგიონებისთვის სოციალური და საგადასახადო შეღავათების დაწესებასა და მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს.პროექტის თანახმად, განისაზღვრება მაღალმთიანი დასახლების სტატუსის რეგულირების საკითხი, ასევე დგინდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მოპოვებისა და გაუქმების საფუძველი, მთავრობა დაამტკიცებს მაღალმთიანი დასახლების ნუსხას, შეიქმნება მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდი. კანონმდებლობის თანახმად, იქმნება მთის ეროვნული საბჭო, რომელიც მთავრობას წარუდგენს მაღალმთიანი დასახლების განვითარების სტრატეგიას, სამოქმედო გეგმას და შესაბამის პროგრამებს. კანონპროექტის სრულად ამოქმედება მომავალი წლიდან იგეგმება.

XS
SM
MD
LG