Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის სამხრეთ ნაწილში მიმდინარეობს 350 ათასი ადამიანის ევაკუაცია


იაპონიის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილიდან სულ მცირე 350 ათასი ადამიანის ევაკუაცია გამოაცხადა. სწორედ ქვეყნის ამ მხარეს დაატყდა თავს ტაიფუნი „ნანგკა“, რომელმაც არაერთი მეწყერი გამოიწვია. ხუთშაბათს, საღამოს ტაიფუნს კუნძულ სინგკუზე ძლიერი წვიმა მოჰყვა. ქარის სიჩქარემ საათში 185 კმ შეადგინა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო სულ მცირე ორი ადამიანი დაღუპვის შესახებ იტყობინება. პარასკევს დილისთვის ტაიფუნმა ძალა დაკარგა და ის ტროპიკულ შტორმად გადაიქცა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ატყობინებს, რომ ქარის სიძლიერე კვლავაც სახიფათოა.

XS
SM
MD
LG