Accessibility links

ავსტრალიური ინტერნეტპორტალი ავრცელებს ბოინგ 777-ის ჩავმოვარდნის შემდეგ გადაღებულ კადრებს


ერთი წელი გავიდა აღმოსაველთ უკრაინაში, დონბასში, მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი სამოქალაქო თვითმფრინავის ბოინგ 777-ის ჩამოგდებიდან. ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე, ერთ-ერთმა ავსტრალიურმა ინტერნეტპორტალმა ახალი ვიდეოკადრები გაავრცელა. კადრებში ჩანს, თუ როგორ ჩხრეკენ სეპარატისტები დაღუპული მგზავრების ჩანთებს. თვითმფრინავის ჩამოვარდნას გასული წლის 17 ივლისს 277 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი ემსხვერპლა. დაღუპულთა უმრავლესობა ჰოლანდიის მოქალაქე იყო. მომხდარზე პასუხისმგებლობას კიევი სეპარატისტებს აკისრებს. მალაიზია კი საერთაშორისო ტრიბუნალის ჩატარებას ითხოვს, რასაც მხარს ბელგია, ბრიტანეთი, უკრაინა, ჰოლანდია და ავსტრალიაც უჭერს. რუსეთი ტრიბუნალის ჩატარების წინააღმდეგ გამოდის.

XS
SM
MD
LG