Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიასტუტის იანკაუსკასის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს


საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს, საოკუპაციო ხაზთან სიტუაციას აკვირდება და ესკალაციის თავიდან აცილებას ცდილობს. საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში იანკაუსკასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების ასეთ მიდგომას მიესალმება. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია დაძაბული სიტუაციის განმუხტვა და ახალი პროვოკაციების თავიდან აცილება. კიასტუტის იანკაუსკასის თქმით, ევროკავშირის მისია განვითარებულ მოვლენებს მანდატის ფარგლებში აკვირდება და ყველა ინფორმაციას ბრიუსელს აწვდის. „მიუხედავად სირთულეებისა ჩვენ დიალოგი გვინდა“, - განაცხადა კიასტუტის იანკაუსკასმა. მან იმედი გამოთქვა, რომ სიმწვავის მიუხედავად კონსტრუქციული იქნება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა, რომელიც 20 ივლისს, ერგნეთში გაიმართება.

XS
SM
MD
LG