Accessibility links

საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს ქართველმა სამართალდამცავებმა


შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს ქართველმა სამართალდამცავებმა. ისინი გორის რაიონის სოფლებთან ხურვალეთთან და წითელუბანთან მიახლოებას უკრძალავენ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც რეგიონში ოკუპაციის გასაპროტესტებლად ჩავიდნენ. პოლიციის განმარტებით, ზომების გამკაცრება მიზნად ისახავს მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას და შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილებას. რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტების ჯგუფის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სოფელ ხურვალეთთან მიწიდან ამოიღეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი და მის ნაცვლად საქართველოს დროშა აღმართეს. დროშა 16 ივლისს ჩამოხსნეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ ადგილობრივი მოსახლეობა და ჟურნალისტები გააფრთხილეს, რომ ბანერს ხელახლა დადგამენ და ტერიტორიასთან მიახლოება აუკრძალეს. რუსეთის საოკუპაციო ძალების და ოსური მხარის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 10 ივლისს დადგეს გორის რაიონის სოფლებთან ხურვალეთთან და წითელუბანთან და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან.

XS
SM
MD
LG