Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში, ავსტრალიაში, ჰოლანდიაში აღნიშნავენ მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდების წლისთავს


უკრაინაში, ჰოლანდიაში, ავსტრალიაში იმართება სამგლოვიარო ცერემონიები შარშან 17 ივლისს, აღმოსავლეთ უკრაინაში, მალაიზიის ავიაკომპანიის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 298 ადამიანი, მათ შორის 193 ჰოლანდიელი. დასავლეთის ქვეყნების შეფასებით, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ თვითმფრინავი ჩამოგდებული იყო იმ სარაკეტო დანადგარით, რომელიც რუსეთმა მიაწოდა უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედ პრორუსულ შეიარაღებულ ფორმირებებს. რუსეთი ამ მოსაზრებას უარყოფს. უკრაინის პრეზიდენტის პრესამსახურმა გაავრცელა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინგლისურენოვანი ვიდეომიმართვა, რომელშიც ის თვითმფრინავის ჩამოგდებას „ტერორისტულ აქტად“ მოიხსენიებს: „ჩვენი მორალური ვალდებულებაა, პატივი მივაგოთ დაღუპულების ხსოვნას და უზრუნველვყოთ თვითმფრინავის ჩამოგდებაში დამნაშავეთა სამართლიანად დასჯა. ეს დანაშაული საფრთხეს უქმნის მთელს საერთაშორისო თანამეგობრობას. სამართლიანობა უნდა აღდგეს და დემონსტრირებულ უნდა იქნეს მზადყოფნა ძირითადი ღირებულებების დასაცავად. ეს არის სასტიკი დანაშაულის აქტი, რომელიც არ შეიძლება თანამედროვე მსოფლიოში ვინმეს ეპატიოს“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში, რომელიც გავრცელდა მალიაზიის თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად 300-მდე ადამიანის დაღუპვის წლისთავთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG