Accessibility links

გერმანიის პარლამენტი კენჭს უყრის საბერძნეთისათვის მორიგი დახმარების მიწოდების საკითხს


გერმანიის პარლამენტში მიმდინარეობს დებატები საბერძნეთისათვის - მომჭირნეობის ზომების სანაცვლოდ - დახმარების მორიგი პაკეტის მიწოდების საკითხზე. პარლამენტში გამოსვლისას, კანცლერმა ანგელა მერკელმა კანონმდებლებს მოუწოდა, დღევანდელი კენჭისყრისას მხარი დაუჭირონ საბერძნეთისათვის დახმარების საკითხზე ოფიციალური მოლაპარაკების განახლებას. მერკელის თქმით, საქმე ეხება საბერძნეთის ვალებით გამოწვეული კრიზისის მოგვარების „ბოლო მცდელობას“. ევროკავშირის ქვეყნებიდან, გერმანია საბერძნეთის უდიდესი კრედიტორია. 16 ივლისის საღამოს გავრცელდა ცნობა, რომ საბერძნეთში ბანკები 20 ივლისს კვლავ გაიხსნება. 15-16 ივლისის ღამეს საბერძნეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მომჭირნეობის მკაცრი ზომების მომცველ რეფორმებს, რომლებსაც ევროზონის ლიდერები მოითხოვენ დახმარების მორიგი პაკეტის სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG