Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებას განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს


განახლებული გამოძიების ფარგლებში, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება რამდენიმე თვის წინ განახლდა და შეიქმნა საგანგებო საგამოძიებო ჯგუფი. პროკურატურამ ხელახლა დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ჩაატარა სასამართლო-სამედიცინო, ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზები და დაკითხა მოწმეები. საგამოძიებო უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებთან თანამშრომლობის რეჟიმში, რომელთაც სურვილის შემთხვევაში სრული წვდომა ექნებათ გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალაზე. 16 ივლისს მთავარი პროკურორის მოადგილეს და საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელს ზვიად გამსახურდიას შვილები კონსტანტინე და გიორგი გამსახურდიები შეხვდნენ და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ.

XS
SM
MD
LG