Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდების წლისთავი სეპარატისტებმაც აღნიშნეს


პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთი უკრაინის ორასამდე სოფლიდან მსვლელობა მოაწყეს სოფელ ჰრაბოვიდან მინდვრამდე, სადაც მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 777 ჩამოვარდა. შეკრებილებს თან ჰქონდათ სეპარატისტების დროშები და ტრანსპარანტები წარწერებით, რომლებიც კატასტროფაზე პასუხისმგებლობას უკრაინის მთავრობას აკისრებდა. დონეცკის სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ შეკრებილებს მიმართა და განაცხადა, რომ მზად იყო დახმარება გაეწია გამოძიებისთვის, რათა საბოლოოდ დადასტურებულიყო, რომ ტრაგედიაში დამნაშავე უკრაინის ხელისუფლებაა. მალაიზია საერთაშორისო ტრიბუნალის ჩატარებას ითხოვს, რასაც მხარს ბელგია, ბრიტანეთი, უკრაინა, ჰოლანდია და ავსტრალიაც უჭერს. რუსეთი ტრიბუნალის ჩატარების წინააღმდეგ გამოდის.

XS
SM
MD
LG