Accessibility links

logo-print

კონფლიქტის ზონაში პოლიციამ ”თავისუფალი ზონის” 5 წევრი დააკავა


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოფელ ორჭოსანთან ჩატარებულ აქციაზე ”თავისუფალი ზონის” 5 წევრი დააკავეს. „თავისუფალი ზონის“ წევრები „მცოცავ ოკუპაციას“ აპროტესტებდნენ და ადგილზე 24-საათიანი საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავდნენ. მათ ადგილობრივი მაცხოვრებლები დაუპირისპირდნენ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მსგავსი აქციები კონფლიქტის ზონაში ვითარების დაძაბვის პროვოცირებას ახდენდა. შსს-ს განცხადებით აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაააკავეს, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG